LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის რეგიონების უმრავლესობაში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა

191
BeFunky-collage (10)

უკრაინის უმეტეს რეგიონში დღეს სასწავლო პროცესი განახლდა. ინფორმაციას ქვეყნის განათლების მინისტრი სერგეი შკარლეტი “ტელეგრამზე”ავრცელებს.

სამხედრო ადმინისტრაციის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტების ცნობით, სასწავლო პროცესი ქვეყნის 13 რეგიონში დაიწყო:

“ის, თუ რა ფორმით წარიმართება საგანმანათლებლო პროცესი, პირველ რიგში, დამოკიდებულია თითოეულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე, ისინი ასევე უნდა შეთანხმდნენ სამხედრო ადმინისტრაციასთან.

8 ოლქში სასწავლო პროცესი ზოგ დაწესებულებაში დაიწყო, ზოგან კი არდადეგები ნაწილობრივ გახანგრძლივდა.

სწავლა შეჩერებულია 4 რაიონში, სადაც უსაფრთხოების ვითარება პროცესის განახლების საშუალებას არ იძლევა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით,  პედაგოგებსა და სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, გამოიყენონ ეროვნული ელექტრონული პლატფორმა “უკრაინული ონლაინ-სკოლა”, პლატფორმა ხელმისაწვდომია უკრაინის ფარგლებს გარეთაც.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

 

მთავარ სლაიდზე ფოტო:  УНІАН
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები