LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის საელჩო ბიზნესს: არ უნდა გააკეთო ფული დიქტატურაში, რომელიც კლავს ბავშვებს

74
ყჯერჯ

საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ბიზნესის მოქმედებებზე ისაუბრა. ის რუსეთის მიერ საქართველოდან რძის პროდუქტების იმპორტზე სანქციების მოხსნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათ შემოსავალი არ უნდა მიიღონ იმ დიქტატურის პირობებში, რომლებიც უკრაინაში მშვიდობიან ქალაქებსა და მოსახლეობას ანადგურებს.

“მთელ მსოფლიოში მსხვილი ბიზნესისთვის რეპუტაცია არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ფული. თვალის დახუჭვა რუსეთის დანაშაულზე ნიშნავს, რომ შენ ხარ თანამონაწილე.

არ უნდა გააკეთოთ ფული დიქტატურაში, რომელიც ანადგურებს მშვიდობიან ქალაქებს და კლავს ბავშვებს, ესვრის ჰუმანიტარული ტვირთის მანქანებს, ბომბავს უნივერსიტეტებსა და ეკლესიებს, ხოცავს მშვიდობიან მოსახლეობას, რომელიც ამბობს უარს ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე.

სანქციები არის კონკრეტული დარტყმა, რომელსაც იგრძნობს თითოეული რუსეთის მოქალაქე. უკრაინა ხაზს უსვამს, რომ უნდა გაძლიერდეს სანქციებით ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე”, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე.

 

მთავარ სლაიდზე ფოტო: რადიო თავისუფლება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g