LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის საჰაერო ძალებმა 2 საათში, 20-მდე „კამიკაძე-დრონი“ ჩამოაგდეს

48
კამიკაძე დრონი

უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობაზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის საჰაერო ძალებმა ორ საათში, რუსების მიერ გაშვებული ირანული წარმოების 17 „კამიკაძე-დრონი“ ჩამოაგდეს.  მათივე ცნობით, ორი დრონის განადგურება უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა ნაწილებმა შეძლეს.

საჰაერო ძალების სარდლობა მადლობას უხდის დასავლელ პარტიონრებს, რადგან მათმა მიწოდებულმა იარაღმა საბრძოლო მუშაობის მაღალი ეფექტურობა აჩვენა.

„ოკუპანტები აგრძელებენ უკრაინაზე თავდასხმას ირანული წარმოების „კამიკაძე-დრონებით“. 26 ოქტომბრის 22:00 საათიდან 24:00 საათამდე, 2 ათეულზე მეტი Shahed-136-ი გაისროლეს. საჰაერო თავდაცვის ძალებმა საჰაერო თავდაცვის საშუალებებითა და ძალებით 17 დრონი გაანადგურეს.

დასავლელი პარტნიორების მიერ უკრაინისთვის მიწოდებულმა იარაღმა საბრძოლო მუშაობის მაღალი ეფექტურობა აჩვენა. მადლობა მოკავშირეებს! გარდა ამისა, „აღმოსავლეთის“ საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში, საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა მართვადი რაკეტა Х-59 გაანადგურა“, – აცხადებენ სარდლობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g