LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

83

უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.

„მე მაქვს სიახლე. უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა უარი განუცხადა მიხეილ სააკაშვილს დევნილის სტატუსის მინიჭებაზე“, – აღნიშნა ლუცენკომ.

უკრაინის გენერალურმა პროკურორის განცხადებით, სააკაშვილს აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ჯერ არ მიუმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g