LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევა უკავშირდება სარეცხი მანქანის შეძენას, რომელიც, უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით, ომის პირობებში არ უნდა შეეძინა“ – ირაკლი კობახიძე

108
ირაკლი კობახიძე

„ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს მასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები და ეს ჩაითვალა არაადეკვატურად მიმდინარე ომის ფონზე, ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი“ – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

ირაკლი კობახიძემ განმარტა, საქართველოდან უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის გაწვევის გადაწყვეტილება.

საქართველოდან უკრაინის რწმუნებულის გაწვევის მიზეზი შესაძლოა სარეცხი მანქანა იყოს, რადგან მედიის ცნობით, ომში მყოფი სახელმწიფოს წარმომადგენელმა თათბირზე „საელჩოში სარეცხი მანქანების შეცვლის აქტუალური საკითხი წამოწია“

როგორც პრემიერმა აღნიშნა, 2021 წელს იმის გამო, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს და არ გაგზავნა მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან ელჩი გაიწვია.

„რეალურად ეს არ არის, ჩემი ინფორმაციით, იმ ტიპის გადაწყვეტილება რაც თავის დროზე 2021 წელს იქნა მიღებული ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით. მაშინ გახსოვთ, ეს იყო სუფთა პოლიტიკური გადაწყვეტილება. მაშინ უკრაინის ხელისუფლებამ იმის გამო, რომ ჩვენ არ შევუერთდით სანქციებს და არ გავგზავნეთ, მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მებრძოლი მოხალისეები უკრაინაში, გაიწვია საქართველოდან ელჩი, ეს იყო პოლიტიკური აქტი. ამ შემთხვევაში, ჩვენი ინფორმაციით, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, კონკრეტულმა წარმომადგენელმა, თუ არ ვცდები, დიპლომატიური სტატუსი აქვს მასაც, შეიძინა საყოფაცხოვრებო ნივთები და ეს ჩაითვალა არაადეკვატურად მიმდინარე ომის ფონზე, ეს გახდა მისი გაწვევის მიზეზი, ეს არის ის ინფორმაცია, რაც ჩვენს გვაქვს. ანუ განსხვავებით ელჩის გაწვევისგან, ეს არ არის პოლიტიკური აქტი, უკავშირდება კონკრეტული საელჩოს წარმომადგენლის მიერ ისეთ საყოფაცხოვრებო ნივთის შეძენას, რომელიც მას უკრაინის ხელისუფლების მოსაზრებით არ უნდა შეეძინა ომის პირობებში სარეცხის მანქანებზეა საუბარი“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები