LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს საქართველო მიესალმება: ზურაბიშვილი

71
Untitled design (8)

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის საზღვრიდან რუსეთის ჯარის გაყვანას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქვეყანა დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს მიესალმება.

“სამხედროებმა აჩვენეს, რომ ქვეყნის საიმედოდ დაცვა შეუძლიათ” – რუსეთმა უკრაინის საზღვართან განთავსებული ჯარის გაყვანა დაიწყო

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ეფექტიანობას ამტკიცებს:

“საქართველო უკრაინის საზღვარზე დეესკალაციისკენ მიმართულ ნაბიჯებს მიესალმება. საქართველო და უკრაინა სტაბილურობისა და ტერიტორიული მთლიანობის კუთხით ერთი და იმავე გამოწვევების წინაშე დგას. საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა თავის ეფექტიანობას ამტკიცებს.” – აღნიშნულია პერზიდენტის “ტვიტში”.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, უკრაინის საზღვრიდან, წვრთნებში მონაწილე სამხედრო დანაყოფების გაყვანა დაიწყო. რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გუშინ განაცხადა, რომ მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმებები წარმატებით დასრულდა და ჯარებმა აჩვენა, რომ ქვეყნის საიმედოდ დაცვა შეუძლია, მან სამხედრო დანაყოფებს უბრძანა, მუდმივი დისლოკაციის ადგილებს დაბრუნებოდნენ.

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა

რა საკითხებზე იმუშავებენ პრეზიდენტები უკრაინაში ზურაბიშვილის მომავალი ვიზიტის დროს – საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

magti 5g