LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი: რუსმა ოკუპანტებმა შეტევის განახლებისთვის ჯარები გადააჯგუფეს

227
რუსული ტექნიკა

რუსმა ოკუპანტებმა შეტევის განახლებისთვის ჯარები გადააჯგუფეს – აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული სააგენტო UNIAN-ი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, რუსეთის ჯარი საბრძოლო მასალის აღსადგენად და საწვავის შესავსებად საჭირო ზომებს იღებს, რათა უზრუნველყოს მზადყოფნა შემტევი ოპერაციებისთვის.

„ზოგიერთი მიმართულებით მტერი თავდასხმას ცდილობს და არ წყვეტს უკრაინის შეიარაღებული ძალების ცალკეულ ქვედანაყოფებზე ზიანის მიყენების მცდელობებს.

საბრძოლო შესაძლებლობების აღსადგენად, საბრძოლო მასალის შესავსებად და საწვავი და საპოხი მასალები შემტევი ოპერაციების უზრუნველსაყოფად მტერი კონკრეტულ ზომებს იღებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალები თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას გარკვეულ რაიონებში აგრძელებს და ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებს ასრულებს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დანაშაულებრივი ქმედებების, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ომის დროს ჰუმანური მოპყრობის ნორმების სისტემატური დარღვევის ფაქტების აღრიცხვა გრძელდება.

ოკუპანტებს უკრაინის 14 ქალაქის მერი მძევლად ჰყავთ აყვანილი – უკრაინის ვიცე- პრემიერი

ჩვენ რომ სერიოზული რაოდენობის იარაღი გვქონოდა, უკვე გადავიდოდით კონტრშეტევაზე – შთაბეჭდილება მრჩება, რომ იარაღს პარტიზანული ომისთვის გვაწვდიან: ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g