უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენელმა, სერგეი ჩერევატიმ განაცხადა, რომ სოლედარში მძიმე, სისხლიანი ბრძოლები მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, რუსები ქალაქს არ აკონტროლებენ.
„მხოლოდ 00:00-საათიდან, ამ მიმართულებით ოკუპანტის მიერ 76 დაბომბვა მოხდა, 10 საბრძოლო შეტაკება. ჩვენი შეიარაღებული ძალები, ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებენ, რათა მტერს მაქსიმალური ზიანი მიაყენონ ცოცხალ ძალასა და ტექნიკაში. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაათანაბრონ ტაქტიკური მდგომარეობა და იმოქმედონ იმისდა მიხედვით, თუ როგორ მოითხოვს ამას ოპერატიული ვითარება ამ მომენტში, რათა მტერს ზიანი მიაყენონ და მაქსიმალურად შეინახონ საკუთარი ძალები”, – აღნიშნა ჩერევატიმ.