LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის თავდაცვის ძალების განცხადებით, მტრის ჯარებმა კრივოი-როგიდან 40-60 კილომეტრით უკან დაიხიეს – გათავისუფლებულია კიდევ რამდენიმე დასახლება

68
უკრაინის თავდაცვის ძალები

უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მტრის ჯარებმა კრივოი-როგიდან 40-60 კილომეტრით უკან დაიხიეს. 

მათივე ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში კიდევ რამდენიმე დასახლება გაათავისუფლეს, სადემარკაციო ხაზი კი ხერსონის ოლქის ტერიტორიაზე გადავიდა.

თავდაცვის ძალების განცხადებით, უკრაინელმა ჯარისკაცებმა ხელში მტრის სამხედრო ტექნიკა ჩაიგდეს.

როგორც გენერალური შტაბის ოპერატიულ რეზიუმეშია ნათქვამი, უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ თავდაცვითი ოპერაციის ჩატარებას აღმოსავლეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულებით.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

უკრაინელებმა წარმატებით განახორციელეს კონტრშეტევა გარკვეულ რაიონებში, გაანადგურეს რუსეთის ფედერაციის 17 საჰაერო სამიზნე: უკრაინის გენერალური შტაბი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g