რუსეთის თავდასხმის შემდეგ უკრაინაში ბელარუსის ჯარებიც შეიჭრა. სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო პატრულებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები ხორციელდება არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და მცირე იარაღის გამოყენებით.
კიევსა და ხარკოვში აეროდრომების და სამხედრო შტაბების დაბომბვას ოფიციალური უწყებები ადასტურებენ და აცხადებენ, რომ საზღვრის გასწვრივ საარტილერიო ცეცხლია გახსნილი.
უკრაინის წინააღმდეგ ომი ოფიციალურად გამოაცხადა – სატელევიზიო მიმართვის დროს პუტინმა უკრაინელ ჯარისკაცებს სახლებში წასვლისკენ მოუწოდა და თქვა, რომ ყველა გარე ძალა, რომელიც რუსეთისთვის საფრთხის შექმნას შეეცდება დაუყოვნებლივ პასუხს მიიღებს.
რუსეთის პრეზიდენტმა დონბასში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განკარგულება გასცა.
ფოტო: News NCR