უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში, გამიძიება განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი ავრცელებს.
საუბარია უკრაინაში ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობის საქმეზე, რომელზეც გამოძიება 2018 წლის 6 მარტს შეწყდა. ადვოკატის თქმით, საქმის გამოძიების განახლების მიზეზი საგამოძიებო და პროცესუალური ღონისძიებების გატარებაა.