რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული РИА Новости კრემლზე დაყრდნობით წერს, რომ ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპთან საუბრისას „კონფლიქტის მოგვარებისთვის“ გარკვეული წინაპირობები დაასახელა.
მედიის თანახმად, პუტინმა მოითხოვა უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისა და საგარეო სამხედრო დახმარების სრული შეწყვეტა.
„კონფლიქტის ესკალაციის პრევენციისა და მისი პოლიტიკური და დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ მუშაობის მთავარი პირობა უნდა იყოს [უკრაინისთვის] სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებისა და საგარეო სამხედრო დახმარების სრული შეწყვეტა
მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ შექმნიან ექსპერტთა ჯგუფებს, რომლებიც უკრაინის კრიზისის მოგვარებაზე იმუშავებენ. პრეზიდენტმა [პუტინმა] გამოაცხადა მზადყოფნა, იმუშაოს ამერიკელ პარტნიორებთან სიტუაციის მოგვარების შესაძლო გზების შემუშავების მიზნით, რომელიც უნდა იყოს ყოვლისმომცველი, მდგრადი და გრძელვადიანი. კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრის აბსოლუტური აუცილებლობაა რუსეთის ლეგიტიმური ინტერესები უსაფრთხოების სფეროში“, – წერს მედია.