LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები რუსეთის ჯარს უარაღოდ დაუდგნენ  – ოკუპანტების შესაჩერებლად გამოსულია ქალაქის მოსახლეობაც

253
fortuna.ge - 2022-03-02T134956.004

სამხრეთ უკრაინის ატომური ელექტროსადგურის სადგურის თანამშრომლები სადგურის დასაცავად გარეთ გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც მიიღეს ცნობა, რომ რუსული ჯარები ენერგოდარს მიუახლოვდნენ და ქალაქის საგუშაგოსკენ მიემართებიან.

სადგური, სწორედ, ქალაქ ენერგოდარშია განთავსებული და აღსანიშნავია, რომ ZNPP არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ევროპაში.

ვიდეომასალასას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს. ვიდეოზე, რომელსაც მოვლენების ადგილიდან ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის პრესსამსახურის წარმომადგენელი იღებს, ჩანს რომ უარაღო მოქალაქეებს ატომური ელექტროადგურის მისასვლელი ცოცხალი ძალით აქვთ ჩახერგილი.

 

 

ცოტა ხნის გავრცელებულ სხვა ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ოკუპანტების შესაჩერებლად გამოსულია ქალაქის მოსახლეობაც და რუსი სამხედროების შესაძლო თავდასხმის შესაჩერებლად, ბარიკადებს აგებს და ამ გზით ცდილობს ატომურ ელექტროსადგურის დაცვას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g