ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ფარგლებში, უკრაინული ავიაკომპანია Ukraine International Airlines კიევსა და ბათუმს შორის რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას განაახლებს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
ფრენები შემდეგი განრიგით შესრულდება:
კიევი-ბათუმი-კიევი, 10 ივნისიდან 12 სექტემბრამდე, ყოველ ხუთშაბათს და კვირას, 18 ივნისიდან 10 სექტემბრამდე – ყოველ ორშაბათს და პარასკევს (ჯამში, კვირაში ოთხი სიხშირე აღნიშნულ პერიოდში).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანიას საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 13 მაისს მიენიჭა.