საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ლვოვის რაიონში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინულმა მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინფორმაციაში წყარო ამბობს, რომ ავარია 8 ოქტომბერს მოხდა.
ეკა ტყეშელაშვილი AUDI A8 მარკის მარკის ავტომობილში იმყოფებოდა, რა დროსაც საპირისპირო მიმართულებით მოძრავი, ჰიუნდაის მარკის ავტომობილი დაეჯახა.
შეჯახების შედეგად ჰიუნდაის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც პოლიციაში აცხადებენ, საჭეს არა ტყეშელაშვილი, არამედ მამაკაცი მართავდა.
როგორც მედია წერს, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ეკა ტყეშელაშვილი კლინიკაში მარცხენა წინამხრის ძვლების მოტეხილობითა და ტვინის შერყევით გადაიყვანეს.
შემთხვევა ლვოვი-ჩოპის გზატკეცილზე მოხდა.
ცნობისთვის, ეკა ტყეშელაშვილის უკრაინაში ევროკავშირის ანტიკორუფციული პროექტის ხელმძღვანელია.