„რუსები საქართველოს ტერიტორიაზე სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს აყალიბებენ“ – ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინული მედია Unian-ის „ტელეგრამ“ არხზე ვრცელდება.
როგორც ინფორმაციაში ვკითხულობთ, საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი დანიშნულების და სამოქალაქო საქონლის ფართო სპექტრის მიწოდების შესაძლებლობა.
„სანქციების გვერდის ავლით, რუსეთის აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკური ხელმძღვანელობამ დაავალა, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში.
დღეისათვის ცნობილია რუსეთის ფედერაციისთვის სამხედრო საქონლის მიწოდების კიდევ ერთი არხი – აღმოსავლეთ აზია. მისი მეშვეობით ოკუპანტ ქვეყანას მიეწოდება აღჭურვილობის, ელექტრონიკის და ოპტიკური ინსტრუმენტების სათადარიგო ნაწილები.
საქართველო, ეს როგორ? დაგავიწყდათ 2008 წლის ომი? დაგავიწყდათ უკრაინელები და ჩვენი მხარდაჭერა?“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.