LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს რეგიონში ვითარება დაიძაბა – მიმდინარეობს ოკუპანტების მასობრივი შეტევა

137
რუსები

უკრაინული მედიის ცნობით, ზაპოროჟიეს რეგიონში ვითარება დაიძაბა – მიმდინარეობს ოკუპანტების მასობრივი შეტევა.

ამის შესახებ ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა.

„ვითარება დაიძაბა კონტაქტის ხაზზე ზაპოროჟიეს რაიონში, პოლოგიის მახლობლად, უკრაინის შეიარაღებული ძალები აკავებენ კონტაქტს, მაგრამ შეტევა მასობრივია“, – განაცხადა სტარუხმა.

მანვე აღნიშნა, რომ ახლა გაიზარდა დროებით დევნილთა ნაკადი ბერდიანსკის და მელიტოპოლის რეგიონებიდან; გარდა ამისა, მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი პრობლემებია მედიკამენტებთან, საკვებთან და ნაღდ ფულთან დაკავშირებით. ყველა რეგიონში, ელექტროენერგიის და წყლის მიწოდების გარეშე დარჩა 69 დასახლებული პუნქტი.

რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

magti 5g