LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსულმა ხომალდმა მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ გემს ესროლა

174
Untitled design1

“რუსულმა გემმა მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავ გემს პივდენის პორტთან ესროლა. წინასწარი ინფორმაციით, ჩაიძირა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიც”, – ამის შესახებ შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალეჟნი სოციალურ ქსელში, საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს.

ზალეჟნმა თავდაპირველად განაცხადა, რომ ეს რუმინეთის გემი იყო, თუმცა მოგვიანებით განმარტა, რომ ეს მოლდოვური გემია. მან ფაქტის ამსახველი ფოტოებიც გაავრცელა და დაწერა, რომ ამ დროისთვის გემთან კომუნიკაცია არ არის:

“მოლდოვის დროშის ქვეშ მყოფი ბუნკერული ხომალდი “Millennium Spirit” სამხრეთის პორტიდან 12 მილის დაშორებით რუსულმა გემმა დააზიანა.

გარემოებები ზუსტდება, გემთან კავშირი არ არის”, – აღნიშნავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

შეგახსენებთ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ განახლებად ინფორმაციას გაეცნობით აქ:

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები