უკრაინულმა სასამართლომ რუსი მომღერლის, ნიკოლაი ბასკოვის დაკავების ბრძანება გასცა.
უკრაინული მედიის ცნობით, პროკურატურამ მასზე საერთაშორისო ძებნაში გამოცხადების პროცედურები დაიწყო.
ამავე ცნობების თანახმად, უკრაინის გენერალური პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა სოციალურ ქსელში წერს, რომ ბასკოვს ბრალად ედება „ომის პროპაგანდა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამართლება.