LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინულმა სასამართლომ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

91

ლვოვის ოლქის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა მოსტისკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დამნაშავედ ცნო.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების საჩივარი არ დააკმაყოფილა და 22 სექტემბრის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

2017 წლის 10 სექტემბერს 20:00 საათზე ოდესის ექსგუბერნატორმა და მისმა მომხრეებმა პოლონეთ-უკრაინის საზღვარი შეგინის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე უკანონოდ გადაკვეთეს.

mazda magti 5g