პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში, კომისიამ რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის 4 მუნიციპალიტეტის ურბანული განახლების არეალები შეარჩია.
კომისიის მიერ შერჩეული არეალებია:
▶ამბროლაური – აღმაშენებლის და კოსტავას ქუჩებზე არსებული პარკები
▶ლენტეხი – თამარ მეფის და სტალინის ქუჩები
▶ცაგერი – რუსთაველის და კოსტავას ქუჩები
▶ონი – დავით აღმაშენებლის მოედანი
შესაბამისი პროექტების/ესკიზების წარმოდგენა უკვე გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.
კომისიის სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარეში პაპუნა მარგველიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და რეგიონის 4 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.