LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკვე ერთი კვირაა ეთერში არ ვართ, ახლა არ არის ამ გადაცემის დრო და ადგილი“ – რას ამბობს ირმა სოხაძე „პოსტვ“- დან წამოსვლის მიზეზებზე

312
ირმა სოხაძის გადაცემა

„პოსტვ“-ზე გადაცემა, რომლის თანაწამყვანი ირმა სოხაძე იყო, დროებით დაიხურა. ამის შესახებ palitravideo.ge-ს თავად ირმა სოხაძემ განუცხადა.

როგორც ირმა სოხაძე ამბობს, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიმდინარე მოვლენებთან კავშირი არ აქვს.

„საერთო მოსაზრებით გავაჩერეთ გადაცემა, ახლა არ არის ამ გადაცემის დრო და ადგილი. გავაჩერეთ, შეიძლება განახლდეს სექტემბრიდან, ან საერთოდ დაიხუროს, არავინ არაფერი ვიცით. პოლიტიკური მოსაზრების გამო შენიშვნა არავისგან მიმიღია. ამ აზრზე ვარ და ვიქნები.. ჩვენ უკვე ერთი კვირაა ეთერში არ ვართ.“ – ამბობს ირმა სოხაძე.

ირმა სოხაძე: „მე უფრო არ მინდა რუსეთი… ღამეები არ მძინავს, ეკრანს ვუყურებ და ვტირი… რა ბედნიერები ვიყავით ამ კანონის დაინიცირებამდე, მართლაც გვჯეროდა, რომ „ზღაპრის ბოლო კეთილია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g