საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველ, გიორგი გველესიანზე მორიგი სიუჟეტი მომზადდა.
მოგეხსენებათ, პორტუგალიის წინააღმდეგ შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ გიორგი გველესიანის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ გიორგის მეუღლე ლინდა კიკოლაშვილია, რომელთანაც ფეხბურთელს ერთი შვილი ჰყავს. როგორც „კურიერი P.S“ – ის სიუჟეტიდან ირკვევა, დუდუ გველესიანს ბურთის თამაში უყვარს და თურმე – ფეხბურთელ ბუდუ ზივზივაძის ქალიშვილი – შაი.
„უკვე ერთი წელია, შეყვარებულია ბუდუს და ნინის უსაყვარლეს ქალიშვილზე, შაი ზივზივაძეზე… შაი, შაი, სულ ახსენებს, არასდროს ავიწყდება, სარძლო ჯერ ვერ დავიყოლიეთ“ – ამბობს ლინდა კიკოლაშვილი.
ცნობისთვის, გიორგის ორი შვილი ჰყავს პირველი ქორწინებიდან.
გიორგი გველესიანის კარიერასა და ოჯახზე იხილეთ ასევე „ფორტუნას“ სიუჟეტი.