საქართველოს ოლიმპიურმა მოძრაობამ ლაშა ტალახაძე 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელა, კახი კახიაშვილი კი წლის მენეჯერად.მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანი დღეს, ოლიმპიური კომიტეტის დელეგატებმა ხმათა უმრავლესობით 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს.
ლაშა ტალახაძე ამჯერადაც რეკოდსმენი გახდა, რადგან ეს ტიტული მეოთხედ დაისაკუთრა. ხმის უფლების მქონე 68 დელეგატიდან ლაშა ტალახაძეს 46 ხმა ერგო.
აღსანიშნავია, რომ ლაშა ტალახაძე სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ტრადიციულ რეფერენდუმშიც საუკეთესო აღმოჩნდა, ამასთან ზედიზედ მეოთხედ, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. გარდა ამისა, 2019 წლის საუკეთესო მენეჯერად დასახელდა ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, რომლის ხელმძღვანელობითაც ქართული ძალოსნობა ახალ სიმაღლეზე ავიდა.


