„უკვე ორი დღეა, რაც შავ ბაზარზე გამოჩნდა ნარკოტიკი, რომელიც შეიცავს უმძიმეს მინარევებს“ – ამის შესახებ ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს.
სიხარულიძის განმარტებით, აღნიშნული ნარკოტიკის გამოყენება, „იწვევს ზედოზირებას, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში – გულის რევას, ძლიერ ალერგიულ რეაქციებს, მაღალ ტემპერატურას, სუნთქვის უკმარისობას და სხვა სერიოზულ გართულებებს“
„მეგობრებო, ვიცი, რომ ეს შესაძლოა ყველაზე შესაბამისი დრო არ იყოს, მაგრამ არ შეიძლება რომ არ გაგაფრთხილოთ!! უკვე ორი დღეა, რაც შავ ბაზარზე გამოჩნდა ნარკოტიკი, რომელიც შეიცავს უმძიმეს მინარევებს. მისი გამოყენება იწვევს ზედოზირებას, ხოლო საუკეთესო შემთხვევაში – გულის რევას, ძლიერ ალერგიულ რეაქციებს, მაღალ ტემპერატურას, სუნთქვის უკმარისობას და სხვა სერიოზულ გართულებებს.
ასევე, ნარკოტიკებში კვლავ დაფიქსირდა ფენტანილის შემცველობა, რაც განსაკუთრებით საშიშია. გთხოვთ, იყოთ ფრთხილად! უკვე დაფიქსირდა მრავალი შემთხვევა მძიმე ინტოქსიკაციისა და გართულებების. რას ვაკეთებთ ასეთ შემთხვევაში?
არასდროს ვიყენებთ უცნობ ნივთიერებებს.
ინტოქსიკაციის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ვუკავშირდებით 112-ს ან მივმართავთ ახლომდებარე კლინიკას. ზედოზირების ნიშნების განვითარების შემთხვევაში აუცილებლად ვიძახებთ 112-ს და ვიყენებთ ნალტრექსონს (თუ ეს შესაძლებელია).
გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ და სხვა ადამიანების სიცოცხლეს!
ფრთხილად იყავით!“ – წერს სიხარულიძე.
მეგობრებო, ვიცი, რომ ეს შესაძლოა ყველაზე შესაბამისი დრო არ იყოს, მაგრამ არ შეიძლება რომ არ გაგაფრთხილოდ!! უკვე ორი…
Posted by Zura Sikharulidze on კვირა, 29 დეკემბერი, 2024