LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკვე სახლში ვართ… ჩემი, თათიას და ჩვენი კესანეს სახელით, დიდი მადლობა მოლოცვისთვის“ – ნოდიკო ტატიშვილი

188
ნოდიკო ტატიშვილი

მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელსაც 7 ნოემბერს ქალიშვილი შეეძინა, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ მისი მეუღლე და პატარა კესანე სამშობიაროდან უკვე სახლში დაბრუნდნენ.

„მე და თათია გადარეულები ვართ სიხარულისგან“ – ნოდიკო ტატიშვილის პირველი კომენტარი

ნოდიკო ტატიშვილი საზოგადოებას კეთილი სურვილებისთვის მადლობას უხდის და წერს:

„ჩემი, თათიას და ჩვენი კესანეს სახელით, დიდი მადლობა მოლოცვისთვის, ყურადღებისთვის, კეთილი სურვილებისთვის!

იმავეს გისურვებთ და მადლობას გიხდით! უკვე სახლში ვართ.

დიდი მადლობა ჩაჩავას კლინიკას, ჩვენს უმაგრეს ექიმს, ვინც კესანე მოავლინა ამ ქვეყანას – ბატონ ზურა დარახველიძეს!

მადლობა თამუნა ყიფიანს, ასევე თითოეულ ადამიანს ამ სუპერ გუნდისა!

მადლობა ჩვენს ოჯახს, ნათესავებს, მეგობრებს, გულშემატკივრებს! ყველას დიდი მადლობა!“ – წერს ნოდიკო ტატიშვილი სოციალურ ქსელში.

„მიყვარხართ! კესანეს გაუმარჯოს და ჩემს თათულის“ – ნოდიკო ტატიშვილის მორიგი კადრი ახალშობილ ქალიშვილთან ერთად

ჩემი, თათიას Tatia Erqvanidze და ჩვენი კესანეს სახელით, დიდი მადლობა მოლოცვისთვის, ყურადღებისთვის, კეთილი…

Posted by Nodiko Tatishvili on ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025

ნოდიკო ტატიშვილის გოგონას, ახალშობილი კესანეს პირველი კადრები – მომღერალი, რომელსაც შვილი შეეძინა ემოციურ კადრებს გვიზიარებს

ფოტო: „კესანე“ – რა კადრებს გვიზიარებს ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც ახლახანს მამა გახდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g