ლოტკინზე მომხდარი აფეთქებისას მძიმედ დაშავებული მარიამ ლოქაბიძე გუშინ გარდაიცვალა კლინიკაში. ახალგაზრდა გოგო რამდენიმე დღე იბრძოდა სიცოცხლისთვის, მას სხეულის 48% დამწვარი ჰქონდა და დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ძლიერი აფეთქება ლოტკინის დასახლებაში, 23 სექტემბერს, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მარიამი სახლში, სადაც შემთხვევა მოხდა, მეუღლესთან ერთად, ქირით ცხოვრობდა. წყვილი ახალი დაოჯახებული იყო.
გარდაიცვალა 19 წლის გოგონა, რომელიც ლოტკინზე მომხდარი აფეთქების დროს დაშავდა
გოგონას სხეულის 48% დამწვარი ჰქონდა და ის დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული.
ოჯახის ახლობლები და მეგობრები მარიამი ლოქაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და ახალგაზრდა გოგოს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
„რამდენჯერ დავწერე და წავშალე… ყველა სიტყვა მეცოტავება და მეზედმეტება. მაპატიე, მადინა, ვერც მაშინ დაგირეკე, როცა შენი ულამაზესი მარიამი სიცოცხლისთვის იბრძოდა და ახლაც ძლივს ვუყრი თავს სათქმელს.
ულამაზესი და უკარგესი მარიამ ლოქაბიძე აღარ გვყავს, ადამიანებო…
ნათელში იყოს მისი ლამაზი სული და გაძლება ოჯახს და ახლობლებს… შიგნიდან მიტირს ყველაფერი…
მარიამი, ლოტკინზე აფეთქებას ემსხვერპლა, ბევრი იბრძოლა, ბევრი…“, – წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ნინა მამუკაძე-სორდინი.
„ჩემო საყვარელო,მარიამ..
თან წაიღე ჩვენი გული..
უსაშველო ტრაგედია..
მშვიდად განისვენე,ანგელოზო
ძალიან გვიყვარხარ მე და ლუკას“
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 2 მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე და 240-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რომლებიც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევასა და ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო.