მაღაზია ”Angel Robes” მომხმარებელს ხალათების დიდ არჩევანს სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა ისაუბრა, ხალათები ქალბატონებს 150 ლარიდან 190 ლარის ფარგლებში შეუძლიათ რომ შეიძინონ.
მისივე თქმით, მაღაზიაში დიდი არჩევანია ბავშვის ხალათებზე, რომელთა ფასიც 90 ლარიდან იწყება.
”გვაქვს როგორც ბარხატის ასევე ატლასისა და პირსახოცის ხალათები, ხარისხი გარანტირებულია და მოდელებიც სხვადასხვანაირია, ჩვენ ვართ იმისთვის, რომ ქალბატონებს გავულამაზოთ ცხოვრება”, – აღნიშნა მენეჯერმა.
მისივე თქმით, მაღაზია მამაკაცებისთვისაც ზრუნავს და ხალათების მრავალფეროვან არჩევანს მათაც სთავაზობს.
შეგიძლიათ სასურველი მოდელი ონლაინ შეიძინოთ. ხოლო შეკვეთილი პროდუქციის მიღება ყიფშიძის 9ბ სა და ფალიაშვილის N27 შეგიძლიათ.