ინფლუენსერი ანასტასია რუსია, თავის რჩეულთან სანდრო ჩიჩუასთან ერთად გადაღებულ რომანტიკულ კადრებს გვიზიარებს.
წყვილი ერთად შესანიშნავად გამოიყურება და საზოგადოების მხრიდან გულთბილ შეფასებებს იმსახურებენ:
„ულამაზესი ხარ…მუდამ ასე იბედნიერეთ“…„საოცრად შესაფერისები ხართ“.
შეგახსენებთ, ანასტასია და ექიმების, ქეთი ასათიანისა და გიორგი ჩიჩუას შვილი, სანდრო ჩიჩუა შეყვარებულები არიან. წყვილი სოციალურ ქსელში აქტიურები არიან და გამომწერებს ხშირად უზიარებენ მათი ცხოვრების საინტერესო მომენტებს.
ფოტო: „როგორი ლამაზი და მოხდენილი ხარ“ – სანდრო ჩიჩუას რჩეული შესანიშნავად გამოიყურება
