LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულამაზესი საცურაო კოსტიუმი და ვარდისფერი მაისური შორტით – შარლიზ ტერონმა 46 წლის იუბილე იახტაზე აღნიშნა

5296
sharlizteronnews

შარლიზ ტერონი შვილებთან ერთად დასასვენებლად საბერძნეთში გაემგზავრა. ინტერნეტში მოხვდა კადრები სანაპიროდან, სადაც შარლიზ ტერონი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ამჯერად პაპარაცებმა ჰოლივუდის ვარსკვლავი მაშინ გადაიღეს, როდესაც ის იახტაზე მეგობრებთან ერთად დაბადების დღეს აღნიშნავდა. ტერონი 46 წლის იუბილეზე ვარდისფერ მაისურსა და ჯინსის შორტებში გამოეწყო, ზუსტად ისე, როგორც მადონა 80-იანებში.

მოგვიანებით კი ტერონი ულამაზეს საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა. შავი საცურაო კოსტიუმი ეგრეთ წოდებული V ჭრილით და ფერადი სათვალეები – 46 წლის ვარსკვლავი ფანტასტიკურ ფორმაშია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g