მზრუნველი დედა, უმა ტურმანი შვილს ცურვას ასწავლის. 45 წლის ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს, როგორ ასწავლის ცურვას 3 წლის ლუნას. გოგონა და დედა საცურაო კოსტუმებით აუზთან დგანან.
რამდენიმე კვირის წინ კი უმამ თაყვანისმცემლებს გაუზიარა ფოტო, სადაც ლუნასთან ერთად ზღვაში ცურავს. როგორც ჩანს, ზღვის სანაპიროდან დაბრუნების შემდეგ, მსახიობმა გადაწყვიტა, შვილისთვის ცურვა ესწავლებინა.