მიმდინარე წლის ზამთარში უმა თურმანი მეუღლეს, არპად ბიუსონს დაშორდა და ქალიშვილზე სრული მეურვეობა მოიპოვა. როგორც ჩანს, მსახიობმა უკვე იპოვა დრო ახალი ურთიერთობებისთვის, ვარსკვლავი კუნძულ სენტ-ბარტსზე ისვენებს.
ფოტოებზე, რომლებიც ქსელში გავრცელდა, თურმანი ძალიან ბედნიერად გამოიყურება: ის აქტიურად ეფიცხება მზეს და ყურადღებას ახალგაზრდა ბოიფრენდს უთმობს. მსახიობს შავი ფერის საცურაო კოსტიუმი აცვია, მისი სხეული კი, როგორც ჩანს, უკვე ასაკს ებრძვის და ეს ფოტოებზეც შესამჩნევია: პერიოდულად უმა სხეულის დაფარვას ცდილობს.