20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქუენთინ ტარანტინოს ლეგენდარული ფილმი „კრიმინალური საკითხავი“ ეკრანზე გამოვიდა. ფილმის მსახიობები გუშინ პირველად შეიკრიბნენ ერთად ამჯერად ნიუ-იორკში გამართულ საქველმოქმედო საღამოზე, რომლის სახელწოებაა Room to Grow benefit და ის ჩვილ ბავშვთა ოჯახების სიღარიბის წინააღმდეგ არის მიმართული. უმა თურმანი და ბრიუს უილისი დიდხანს პოზირებდნენ ფოტოგრაფებთან და კადრში მოხვდა ძალიან თბილი ფოტო. როგორ კოცნის უმა თურმანი საყვარელ მეგობარს. 61 წლის უილისი და 41 წლის თურმანი ფანტასტიკურად გამოიყურებიან ერთად.
მსახიობები აკადემიურ ფორმაში გამოჩნდენ საქველმოქმედო ღონისძიებაზე. უმა თურმანს კლასიკური პიჯაკი და შარვალი ეცვა, ასევე კლასიკურად იყო გამოწყობილი ბრიუს უილისიც.