ადელმა შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად დისნეილენდში გაატარა. ფოტოები უკვე გამოჩნდა ინტერნეტში. მომღერალი ბოიფრენდთან, საიმონ კონეკისთანდა 3 წლის ვაჟთან, ანჯელოსთან ერთად სეირნობს. ფოტოებზე დაფარულია ბავშვის სახე, რადგან პაპარაცებს მისი გადაღების უფლება არ აქვთ. ადელმა სასეირნოდ სპორტული სამოსი შეარჩია, ის თავს საკმაოდ ბედნიერად გრძნობდა და სულაც არ არიდებდა თვალს პაპარაცებს. მომღერალი მაკიაჟისა და ჩვეული ვარცხნილობის გარეშე იმდენად განსხვავებულად გამოიყურებოდა, რომ მისი ცნობა არც ისე მარტივი იყო.
მართალია ფოტოებზე ადელის ვაჟის სახე არ ჩანდა, თუმცა ფოტოგრაფებმა მაინც დააფიქსირეს ბიჭის ჩაცმულობა. მას ცნობილი ანიმაციური ფილმის, Frozen-ის ერთ-ერთი გმირის კოსტიუმი ეცვა.