კაილი მინოუგი და ჯოშუა საასი ფოტოგრაფებმა მაშინ გადაიღეს, როცა წყვილი ლოს-ანჯელესიდან ლონდონში ჩაფრინდა. 47 წლის ავსტრალიელი ლამაზმანი შეუდარებელ ფორმაში გამოჩნდა აეროპორტში. მას თეთრი ფერის მანტო, Nike-ის სპორტული ფეხსაცმელი და ჯინსის შარვალი ეცვა. ყურადღებას იქცევდა ის ფაქტი, რომ ამჯერად მომღერალი მაკიაჟის გარეშე იყო, რაც იშვიათი შემთხვევაა.
ცხადია მაკიაჟის გარეშე ქერათმიან ლამაზმანს ასაკი მეტად ეტყობოდა, თუმცა ეს ვერაფერს აკლებდა მის ხიბლს. ვარსკვლავის 28 წლის ბოიფრენდი სპორტულ ფორმასა და მისთვის ჩვეულ თავსაბურავში გამოჩნდა ფოტოგრაფებთან.