იმ ფონზე, როცა შოუბიზნესის წარმომადგენლები საზოგადოების წინაშე ძვირადღირებული ტანსაცმელითა და სრულყოფილი მაკიაჟით ჩნდებიან, ქარდი ბის მაგალითზე შეგვიძლია საპირისპირო ვთქვათ.
იმ ფაქტს, რომ ახალგაზრდა არტისტი განწყობის ადამიანია, ხაზი კიდევ ერთხელ გაესვა. ამ დღეებში, ეპატაჟური და სკანდალური იმიჯის მქონე ამერიკელი რეპერი, პუბლიკის წინაშე უმაკიაჟიოდ წარდგა.
ფოტოებზე ჩანს, რომ 26 წლის ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი ახალგაღვიძებულია, რის გამოც მას, სავარაუდოდ, ,,მეიქ-აფის” გაკეთება დაეზარა და ქუჩაშიც სპორტულად ჩაცმული გამოვიდა.


