ბეჰქმების ოჯახის თითოეული წევრი უჩვეულო ნიჭით არის დაჯილდოებული: უფროს ვაჟს, ბრუკლინს ფოტოხელოვნება იტაცებს, რომეოს- მოდა, ჰარპერს – ხატვა, ხოლო კრუზს, როგორც ახლახანს ხდება ცნობილი – სიმღერა. ვიქტორიამ საკუთარ „ინსტაგრამზე“ ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ 11 წლის კრუზი არაჩვეულებრივად მღერის.
https://www.instagram.com/p/BEKe0KaFiER/?taken-by=victoriabeckham
უცნობია, გააგრძელებს თუ არა ის დედის კარიერას, თუმცა ფაქტია, რომ მას ამისი შანსი აქვს. ამ დროისთვის კი ის მამის დაჟინებული მოთხოვნით ფეხბურთზე დადის და მისი მწვრთნელების განცხადებით, მას სპორტის საკმაოდ დიდი ნიჭი აქვს.