მომღერალმა პინკმა რამდენიმე კვირის წინ გაამხილა, რომ მალე მეორე შვილის დედა გახდება. ამის დამადასტურებელი ფოტო მან „ინსტაგრამზე“ გააზიარა.
ამჯერად კი, 37 წლის მუსიკოსმა მორიგი ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მისი უფროსი ქალიშვილი თოჯინას ტანსაცმელს აცმევს. ფოტოს მან დააწერა, რომ ოჯახში უმცროსი წევრის დაბადებამდე მისი შვილი პრაქტიკას თოჯინაზე გადის. პინკის პუბლიკაციას საკმაოდ ბევრი მოწონება და კომენტარი მოჰყვა.
შეგახსენებთ, რომ მომღერალი და მისი მეუღლე, კერი ჰარტი 2001 წელს დაქორწინდნენ.