LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უმცროსი ძმა უფროსი ძმის დონორი გახდა…“ – ბათუმში ჩატარებული უნიკალური ოპერაციის შესახებ ანა შამილაძე წერს

105
2f1b45e1-e763-4c7c-89a9-dbb21972250b

ბათუმელი ტელეჟურნალისტი, „აჭარის ტელევიზიის“ წამყვანი, ანა შამილაძე საინტერესო სტატუსს ავრცელებს სოციალურ ქსელში. ის წერს, რომ მისმა ერთმა დეიდაშვილმა მეორეს ღვიძლი გადაუნერგა და ეს ოპერაცია ბათუმში ჩატარდა. ანა მადლობას უხდის თავის მეორე ნახევარს, აჩიკო ბერიძეს გაწეული დახმარებისთვის.

გთავაზობთ ანას სტატუსს:

„რაც ჩემმა ოჯახმა გამოიარა ბოლო ერთ კვირაში, ეს მარტო ჩვენ ვიცით, მაგრამ რახან ყველაფერი კარგად დასრულდა, გაგიზიარებთ.

ღვიძლის ქირურგიის დარგში ტექნოლოგიურმა მიღწევებმა და რეგენერაციის მიმართ ღვიძლის უნიკალურმა უნარმა, ეს სიცოცხლის გადამრჩენი ოპერაცია რეალობად აქცია, ეს ყველაფერი კი ჩვენს ქალაქშია შესაძლებელი, რაც პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა ჩემს ძამიკოებთან, ჩემს დეიდაშვილებთან – უმცროსი ძმა უფროსი ძმის დონორი გახლდათ.

პირველმა 13 სთ-იანმა მძიმე ოპერაციამ და მეორე 4-საათიანმა ურთულესმა ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

გენიალური კახაბერ ქაშიბაძის თავდაუზოგავმა შრომამ და მისმა განსაკუთრებულმა სტრატეგიამ შედეგი გამოიღო.

დიდი მადლობა მას და მის გუნდს, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს, ასევე დიდი მადლობა აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და განსაკუთრებული მადლობა ბატონ სულხან თამაზაშვილს თანადგომისთვის, – გადაუდებელი ოპერაცია სწრაფად დაიგეგმა და ჩატარდა.

ასევე მადლობა ჩემს აჩიკო ბერიძეს, სულ ყველას დამხმარედ როა ქცეული, განსაკუთრებით ბოლო 1 წელია!.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g