ლეგენდარული ჰოლივუდელი მსახიობი, ბრიუს უილისი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ პროგრესირებადი დემენციის დიაგნოზის გამო, სამსახიობო კარიერა დაასრულა, იძულებული გახდა, სპეციალურად ადაპტირებულ სახლში გადასულიყო საცხოვრებლად. ამის შესახებ მისმა მეუღლემ, ემმა ჰემინგმა, ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გადაწყვეტილებაა ჩემს ცხოვრებაში. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ბრიუსს სწორედ ეს მოუნდებოდა ჩვენი ქალიშვილებისთვის“, – აღნიშნა 47 წლის ჰემინგმა.
ემმამ დაამატა, რომ ბრიუსისთვის ახალ სახლში ყველა აუცილებელი პირობაა შექმნილი და მას მუდმივად აქვს წვდომა სამედიცინო დახმარებაზე.
„ბრიუსი ფიზიკურად ჯანმრთელია, მას უბრალოდ, გონება აღარ ემორჩილება, მისი მეტყველება უარესდება, თუმცა ჩვენ ვისწავლეთ ადაპტირება. მასთან უკვე სხვაგვარად ვურთიერთობდით. როცა ვესტუმრებით ხოლმე, გარეთ გავალთ სასეირნოდ ან ფილმებს ვუყურებთ“.
ცნობისთვის, უილისს მიმდინარე წლის გაზაფხულზე 70 წელი შეუსრულდა. ის უკვე სამ წელზე მეტია დემენციის დიაგნოზს ებრძვის.
ბრიუს უილისის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა
დემი მური ბრიუს უილისს ახალისებს – უახლესი ფოტოები მსახიობის 70 წლის იუბილედან
ბრიუს უილისი ახალ ფოტოებში კარგად გამოიყურება – „კერკეტი კაკალი“ 70 წლის გახდა

