LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უმძიმესი პაციენტი გადაჰყავდათ კლინიკაში“ – ფოთში ტრაილერი და სასწრაფო დახმარების მანქანა ერთმანეთს შეეჯახნენ

739
ავტოსაგზაო შემთხვევა

ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. შემთხვევა გუშინ, 4 სექტემბერს მოხდა. თვითმხილველის ინფორმაციით, მალთაყვის უბანში ერთმანეთს ტრაილერი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა შეეჯახნენ. სასწრაფო დახმარების მანქანას პაციენტი გადაჰყავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

დაშავებულები არიან სასწრაფო დახმარების სამივე წევრი – ექიმები და მძღოლი, ამჟამად კლინიკაშია არიან გადაყვანილები,  მოტეხილობები აღენიშნებათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

„უმძიმესი პაციენტი გადაყავდათ კლინიკაში, მას თურმე გული გზაში ორჯერ გაუჩერდა, სასწრაფოს ექიმებმა ისე იყოჩაღეს, რომ გული აუმუშავეს პაციენტს. ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო პაციენტი კლინიკამდე დროულად მიეყვანათ და ამიტომ სასწრაფო დახმარების მანქანას ჩართული ჰქონდა ხმოვანი სიგნალიც, ციმციმაც და ჩქარა მოძრაობდა, ამ დროს მოხდა შეჯახება. ავარიის მიზეზებს ადგენენ. მანქანაში მყოფი მედპერსონალი კლინიკაში გადაიყვანეს.

მოტეხილობები აქვთ, მაგრამ ამბობენ, რომ მსუბუქად დაშავდნენ. ავარიის დროს არ დაშავებულა პაციენტი, ისიც ამ დრომდე კლინიკაში რჩება, მისი სიცოცხლე ამ ავარიამდე ექიმებმა გადაარჩინეს. კლინიკაში ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება მედპერსონალი, როდის გაწერენ მათ, ჯერჯერობით უცნობია“, – ამბობს თვითმხილველი „კვირის პალიტრასთან“.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ფოტო: „მთავარი არხი“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g