გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოესი ორი დღის მოსალოდნელ ამინდის პროგნოზსს აქვეყნებს და მოსახლეობას აფრთხილებს.
მეტეოროლოგების ცნობით, 30 მაისს 31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ხანმოკლე ძლიერმა წვიმებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
⛈️ 30 მაისს 31 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია…
Posted by სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო on Friday 30 May 2025