„ამ შეთანხმებიდან ზუსტად სამი თვის თავზე სამწუხაროდ ვხედავთ, რომ პოლარიზაციის და რადიკალიზაციის ხარისხი არ არის შემცირებული. უპირველეს ყოვლისა, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას,“ – აღნიშნულის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა ევროსაბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის დაწყებამდე ისაუბრა.
მისი თქმით, შარლ მიშელთან შეხვედრისას იმ შეთანხმების შეუსრულებლობაზე ისაუბრებს, რაც სასამართლო სისტემასა და მის დამოუკიდებლობა ეხება.
„19 აპრილის შეთანხმების მთავარი მიზანი და სულისკვეთება, როგორც ამ შეთანხმების პრეამბულა გვეუბნება ნათლად და ცალსახად, არის პოლარიზაციის დასრულება და რადიკალიზაციის ხარისხის შემცირება.
ვნახეთ, რომ უმნიშვნელოვანესი პუნქტების იმ ნაწილში, რომელიც სასამართლო სისტემას და მის დამოუკიდებლობას ეხება და რომელიც ეროვნული მნიშვნელობის, ზეპარტიული საკითხია, შეთანხმება არ სრულდება. ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან ამაზე მოხდება აქცენტების დასმა. დანარჩენს შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ ვისაუბრებ“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ბათუმში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება.