LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უმოძრაო, უიმედო ავადმყოფი ვიყავი… მეხსიერება ისე დამიზიანდა, ნოტების წერაც დამავიწყდა…“ – როგორ იხსენებს რთულ პერიოდს კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი

594
ვაჟა დურგლიშვილი

კომპოზიტორი ვაჟა დურგლიშვილი ჟურნალ „სარკესთან“ იმ მძიმე პერიოდზე საუბრობს, როცა ავადმყოფობის შედეგად მეხსიერება დაუქვეითდა და ნოტების წერაც კი დაავიწყდა:

„ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები მქონდა. ჯერ გულმა შემაწუხა, შემდეგ პროსტატის ჯირკვლის სიმსივნე გამიჩნდა, რის გამოც თურქეთში გადამიყვანეს და ოპერაცია გამიკეთეს. შემდეგ რადიოლოგიური თერაპიის კურსი გამატარეს – 39 სეანსი დამჭირდა. ამან სისხლის გათეთრება გამოიწვია და უმოძრაო, უიმედო ავადმყოფი ვიყავი..

საბედნიეროდ, სწორმა და ხანგრძლივმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო და ფეხზე დამაყენეს. ამ ყველაფრის შედეგად მეხსიერება ისე დამიზიანდა, ნოტების წერაც დამავიწყდა. ჩემთვის ეს უმძიმესი პერიოდი იყო. ყველაზე საყვარელი საქმე, რასაც მთელი ცხოვრება ვემსახურებოდი, ლამის ხელიდან გამომეცალა. დრომ სასიკეთოდ იმოქმედა და ნელ-ნელა მეხსიერება მთლიანად აღმიდგა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g