„ჩემთან, თუ ჩემს გარეშე, „მოამბის“ ეთერში გასვლა და მისი წაყვანა სავალდებულოა.
ის, რაც ახლა მაუწყებელში ხდება, ძირითადად და არსებითად, ერთი პიროვნების ბრალია და ამ პიროვნების ვინაობა ცნობილია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, ვასილ ივანოვ – ჩიქოვანი წერს.
ჟურნალისტი სთხოვს საზოგადოებას, ნუ მოიხსენიებენ აუგად იმ ჟურნალისტებს, ვისაც საზოგადოებრივ მაუწყებელზე ახლა მიჰყავს „მოამბე“ 18 საათზე:
„ჩემი გმირი ამ უბედურების ჟამს რაც გვჭირს, არის ვასილ ივანოვ – ჩიქოვანი“ – ინგა გრიგოლიას მიმართვა ჟურნალისტს
გრიგოლია ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც ვასილ ივანოვ – ჩიქოვანს 18:00-საათიანი „მოამბე”საზოგადოებრივ მაუწყებელზე აღარ მიჰყავს.
„უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მოიხსენიებთ აუგად ჩემს იმ კოლეგებს, ვისაც ახლა მიჰყავს „მოამბე“ 18 საათზე.
ჩემთან, თუ ჩემს გარეშე, „მოამბის“ ეთერში გასვლა და მისი წაყვანა სავალდებულოა.
ის, რაც ახლა მაუწყებელში ხდება, ძირითადად და არსებითად, ერთი პიროვნების ბრალია და ამ პიროვნების ვინაობა ცნობილია.
დანარჩენი ყოველივე თანამდევია“, – წერს ვასილ ივანოვ – ჩიქოვანი.
!!! უმორჩილესად გთხოვთ, ნუ მოიხსენიებთ აუგად ჩემს იმ კოლეგებს, ვისაც ახლა მიჰყავს "მოამბე" 18 საათზე. ჩემთან, თუ ჩემს…
Posted by Vaska Ivanov-chikovani on სამშაბათი, 04 თებერვალი, 2025