LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ტატუნაშვილის საკითხზე ერთობლივ რეზოლუციაზე შეთანხმება ჯერ კიდევ არ შემდგარა

60

საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე ერთობლივი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით  შეთანხმება ჯერ კიდევ არ შემდგარა, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე რეზოლუციოს ტექსტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის კონსულტაციები მიმდინარეობს.

“ამ მომენტისთვის სამწუხაროდ, არ გვაქვს შეთანხმება. ჩვენთვის – “ევროპული საქართველოსთვის” პრინციპული საკითხია ”ოთხოზორია- ტატუნაშვილის სიის” შექმნა და მთავრობისთვის პოლიტიკურად ამის დავალდებულება და შემდეგ მუშაობა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ამ სანქციების გავრცელებაზე ყველგან, რაც იმ კომპრომისულ ტექსტში გვიწერია, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ. ჯერჯერობით ამაზე შეთანხმება არ გვაქვს. ბუნებრივია, იმიტომ არ გვაქვს, რომ უმრავლესობას ჯერ არ აქვს თანხმობა ამ საკითხზე”, – განაცხადა ბოკერიამ.

კითხვაზე, სესიაზე იქნება თუ არა წარდგენილი რეზოლუციის ორი პროექტი, გიგა ბოკერიას განცხადებით, ”თუ ვითარება შეიცვლება და შეთანხმება შედეგება ”ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე”, მაშინ იქნება ერთი რეზოლუცია, რაც არის ჩვენი სურვილი”.

”მაგრამ ამ მომენტში შემიძლია ვუთხრა საზოგადოებას, რომ სამწუხაროდ, ამაზე შეთანხმება არ გვაქვს”, – განაცხადა ბოკერიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g