უმრავლესობის ლიდერი ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გახდა. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მდინარაძემ ჟურნალისტებს თავად განუცხადა.
ამასთან, მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ფრაქციის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილის კანდიდატურას.
მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოზიციაზე უმრავლესობა პარლამენტს აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის კანდიდატურას წარუდგენს.