ანჯელინა ჯოლი ახლა მარია კალასის ბიოგრაფიული ფილმის, „მარიას“ გადაღებებით არის დაკავებული. გასულ კვრას ცნობილი გახდა, რომ მას თან უფროსი ვაჟები, მედოქსი და პაქსი ახლავს თან. ახლა კი ირკვევა, რომ ჯოლი ათენში ყველა შვილთან ერთადაა წარმოდგენილი.
48 წლის მსახიობი 15 წლის ქალიშვილთან, ვივიენთან ერთად გადაიღეს. ვარსკვლავური დედა-შვილი პროდუქტების ბაზარს ესტუმრა.
ამ დღეს ჯონი შავ ტანისამოსში იყო გამოწყობილი. მის „ლუქის“ მზის სათვალე ასრულებდა. ვივიენს კი იისფერი პულოვერი ეცვა.
ცნობისთვის, ანჯელინა ბროდვეის პიესის, „აუტსაიდერის“ მთავარი პროდიუსერია, მისი თანაშემწის როლს კი ვივიენი ირგებს.