LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა დავუბრუნდეთ „მიშელის დოკუმენტს“ და ხელმომწერების დელეგაცია ჩავიდეთ ბრიუსელში: “ლელო”

65
ბადრი-ჯაფარიძე

„ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ და პოლიტიკურმა მდივანმა სალომე სამადაშვილმა ბრიუსელში ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს.

მათ შეაჯამეს ევროპელ პარტნიორებთან შეხვედრები და ევროკავშირში წევრობის გზაზე საქართველოს მხრიდან გადასადგმელ აუცილებელ ნაბიჯებზე ისაუბრეს.

„ჩვენი ამოცანა იყო დასავლელი მეგობრებისთვის გადაგვეცა ქართველი ხალხის ნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, იქ დაგვხდვა რეალობა რომელიც შექმნილი არის „ქართული ოცნების“ დესტრუქციული, ანტიევროპული მოქმედებების გამო.” – განაცხადეს ბრიფინგზე.

“ლელოს” ლიდერების თქმით, ამ წუთას, პოზიტიური განწყობა არ აქვთ რიგ მნიშვნელოვან მოთამაშეებს, რომლებმაც ივნისში გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოსთან დაკავშირებით.

“გადავდგათ უპრეცედენტო ნაბიჯები, გვერდზე გადავდოთ პარტიული განსხვავებები. ვხედავთ რომ „ოცნებამ“ დაიწყო გებელსის ტიპის პროპაგანდა.”

” დარჩენილი დრო, ივნისის შუა რიცხვებამდე, სანამ გაიმართება ევროპული საბჭოს შეხვედრა, აუცილებელია, მოხდეს დაბრუნება შარლ მიშელის დოკუმენტთან და უნდა იქნეს ფორმირებული ინტერპარტიული ჯგუფი იმ პარტიებისგან შემდგარი, რომელიც შეუერთდა „შარლ მიშელის“ დოკუმენტს და ეს დელეგაცია უნდა ჩავიდეს ბრიუსელში, ჩაატაროს შეხვედრები ყველა ინსტიტუციაში, რომელიც ჩართული არის გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნება“ თუ უარს იტყვის ამ ინიციატივაზე ის უარს ამბობს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზე“, – განაცხადეს ბრიფინგზე.

განცხადებას „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

magti 5g