LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა დავუშვათ, რომ საქართველოში ვაქცინა კერძო სექტორმაც შემოიტანოს და ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, გაიკეთოს: ბიძინა კულუმბეგოვი

62
FORTUNA.GE- (2)

“უნდა დავუშვათ საქართველოში, რომ კერძო სექტორმა შემოიტანოს ვაქცინა და ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ასე ვთქვათ, თუნდაც რიგის გარეშე გაიკეთოს, ამაში ცუდს და ტრაგიკულს ვერაფერს ვერ ვხედავ.” – ამის შესახებ ექიმმა ალერგოლოგმა, იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

ექიმი ფიქრობს, რომ ქვეყანამ შეძენილი ვაქცინებით აქცენტი ძირითადად მოწყვლადი ჯგუფების აცრაზე უნდა გააკეთოს, თუმცა არაფერია ტრაგიკული იმაში, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანა კერძო სექტორმაც შეძლოს.

მისივე თქმით, სანამ მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ჩვენ არ გვაქვს უფლება, თავისუფალ ცხოვრებას მივყოთ ხელი:

“ჩვენ გვაქვს ისეთი მაღალი ხარისხის ვაქცინები, რაც ახლა რეალურად ჩანს, იმიტომ, რომ 100 მილიონი დოზაა უკვე გაკეთებული და რეალურად სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ჩვენს ქვეყანას ალბათ უნდა ჰქონდეს აქცენტი, ძირითადად მოწყვლადი ჯგუფები აცრას სახელმწიფოს მიერ შეძენილი ვაქცინებით, მაგრამ უნდა დავუშვათ საქართველოში, რომ კერძო სექტორმა შემოიტანოს და ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, ასე ვთქვათ, თუნდაც რიგის გარეშე გაიკეთოს. ამაში ცუდს და ტრაგიკულს ვერაფერს ვერ ვხედავ. სანამ იქნება პანდემია მსოფლიოში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ თავისუფალ ცხოვრებას მივყოთ ხელი.” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g